Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია "ანტიკურობის თანამედროვეობა"

თსუ ჰუმანიტარულო მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ტრადიციულად მასპინძლობს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა", რომელიც ჩატარდება 2025 წლის 14-16 მაისს ჰიბრიდულად, თსუ მერვე კორპუსსა (ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13) და ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.     

 

წლევანდელი კონფერენცია გამორჩეულია, რადგან ეძღვნება ცნობილი ქართველი ელინისტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.

 

მოხარული ვართ, რომ კონფერენციაში მონაწილეობს სამივე საფეხურის 25 სტუდენტი 9 ქვეყნიდან (ანბანურად): ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, იტალია, კოლუმბია, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა. 

 

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები; ანტიკური სამყაროს ისტორია; ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში; კლასიკური ენების ლინგვისტიკა; ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები.

 

იხ. კონფერენციის პროგრამა.

 

გიზიარებთ კონფერენციის ZOOM ლინკს:

 

ZOOM link:

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89716064383?pwd=YW4veUFiZ0RuYkFqZEx6 WmtPckYvQT09

Meeting ID: 897 1606 4383

Passcode: 784685